განახლებული რაბათი !!!!!

ფასი: 110 ლ.
ქალაქი: ევროპა
მიმართულება: სხვა

სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
მარშრუტი : ბათუმი -  მწვანე მონასტერი - საფარა - რაბათი - ბათუმი
ხანგძლიობა: 1 დღე (გასვლა დილის 7 საათზე, დაბრუნება  9 საათზე)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
კვება: მსუბუქი 
ტურის ხანგძლიობა: 11 - 12 საათი;
მანძილი: ერთი მიმართულებით 320 კმ
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები; 
ფასი - 110 ლარი
 
 
მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა
 
საფარის მონასტერი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე).
 
 
რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზე გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.



 

Facebook კომენტარები




დამატებით ინფორმაცია

ტურის ხანგძლივობა: 1 დღე

მიმართულება: სხვა

პერიოდი: ყველა პერიოდი

ტური: სათავგადასავლო

ადამიანთა რაოდენობა: 6-7 და მეტი