ანანური,ყაზბეგი და გერგეთის სამება

ფასი: 169 ლ.
ქალაქი: ევროპა
მიმართულება: სხვა


Dreams Travel გთავაზობთ ორ დღიან ყაზბეგის ტურს,   შემოგვიერთდით, უკეთ გავიცნოთ საკუთარი სამშობლო !!!
 
მარშრუტი - ბათუმი - ანანური -- ყაზბეგი - სნო - ჯუთა - დარიალი - ბათუმი
სახეობა
: სათავგადასავლო.
სატრანსპორტო საშუალება
: მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა
: 2 დღე
მანძილი
: ერთი მიმართულებით 600 კმ.

ფასი: 169 ლარი

 
მოსანახულებელი ობიექტები:
ანანურის სამონასტრო კომპლექსი,
გერგეტის სამება,
დარიალის ხეობა,
გველეთის ჩანჩქერი;
 
კოცონი - მწვადი - გართობა - სიმღერა - ახალი მეგობრები - სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები ... და სხვა მრავალი სიურპრიზი.


 
ფასში შედის :
ტრანსპორტის გადასახადი,
გიდის მომსახურეობა,
I დღე ორჯერადი კვება,
II დღე დილის საუზმე,
ღამისთევა ბანაკში.
 
რეკომენდაციები:
ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი;
წამოიღეთ თქვენთვის სამყოფი საკვები;
წამოიღეთ საწვიმრები ყოველი შემთხვევისთვის;

 

 ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.

მდებარეობა

ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.

ისტორია

კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი, ხოლო მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ერისთავთა რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო.

არქიტექტურა

ციხე შედგება ორი ძირითადი ნაწილის — ქვედა ციხისა და ზედა ციხისაგან (ციტადელი). ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია და უკეთაცაა შემონახული, ქვედა ციხისაგან კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

ყაზბეგი

რელიეფი

სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთიან ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდება

შიგა წყლები

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან

ვულკანური გენეზისი აქვთ და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.

მყინვარებს ახასიათებს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.


 


Facebook კომენტარები




დამატებით ინფორმაცია

ტურის ხანგძლივობა: 2 დღე

მიმართულება: სხვა

პერიოდი: ყველა პერიოდი

ტური: სათავგადასავლო

ადამიანთა რაოდენობა: 7 და მეტი