მესტია, უშგული - დატკბი მოგონებებით

ფასი: 250 ლ.
ქალაქი: ევროპა
მიმართულება: სხვა

დაუვიწყარი ტური სვანეთში

 

მარშრუტი: ბათუმი - მესტია - უშგული - ბათუმი;

ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო;

სატრანსპორტო საშუალება: JEEP  ან მიკრო-ავტობუსი;

კვება: სამჯერადი;

განთავსება: საოჯახო სასტუმრო;

ტურის ხანგძლივობა: 1 ღამე /2 დღე;

მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კ.

ფასი: 250 ლარი

 

ტურის მოკლე აღწერა:

1 დღე: 08:00 გასვლა ბათუმიდან

გაჩერება ქალაქ ზუგდიდში და თავად დადიანების სახლმუზეუმის დათვალიერება 

გაჩერება ენგურჰესის კაშხალთან 
გაჩერება კვებისათვის (საკუბდარეში)

მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი,

ხერგიანების მუზეუმი,

სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა).

სიყვარულის კოშკი,

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი,

თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები,

ლამარიას ციხე-კოშკი

ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი

წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა)

 

საჭირო ეკიპირება

მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;

წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;

წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;

მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი

                         უშგული

გეოგრაფია

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდე. თუმცა, მას შემდეგ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფისქსირა,[6] ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი ამ სოფელს გადაეცა.[7]

უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის უღვირის უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.

ისტორია

უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.

უშგულის ეტიმოლოგიასუშიშარ გულსუკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. წარმოადგენდა სვანეთის ერისთავთა ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა რეზიდენციას. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული . . „თავისუფალი სვანეთის" ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ დრომდე (1810) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა (რაჭასთან ერთად). უშგულის თემმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მოძალადე მოიგერია, მათ შორის ფუთადადეშქელიანი (XVII საუკუნის II ნახევარი). უშგულში შემორჩენილია თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრის (XII-XIII საუკუნეები) ნაშთები; საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი ( მათ შორის 37 კოშკი); ერისთავთა ხელისუფლების ნიშნებისკიპტრა და სავარძელი. ამჟამად უშგული ნაკრძალად არის გამოცხადებული.

 

ღირსშესანიშნაობები

უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.

უშგულის ღირსშესანიშნაობებია:

უშგულის ლამარია

უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი

თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები. საზაფხულო კოშკები 1950-იან წლებში დაშალეს და ფერმის საშენ მასალად გამოიყენეს

მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში

მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჩვიბიანში

მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში

 

ეკლესია - სოფელ ჩაჟაშში


Facebook კომენტარები




დამატებით ინფორმაცია

ტურის ხანგძლივობა: 2 დღე დღე

მიმართულება: სხვა

პერიოდი: ყველა პერიოდი

ტური: სათავგადასავლო

ადამიანთა რაოდენობა: 7 და მეტი