სუმელა და აია სოფიას ტაძარი + შოპინგ ტური TRABZON FORUM

ფასი: 120 ლ.
ქალაქი: ევროპა
მიმართულება: თურქეთი

 

ტურისტული კომპანია "Dreams Travel" გთავაზობთ ისტორიულ- შემეცნებით და შოპინგ ტურს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში

მარშრუტი  -  ბათუმი - თურქეთი ქ.ტრაბზონი- ბათუმი
სახეობა : ისტორიულ, შემეცნებითი.შოპინგ ტური
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 - 11 სთ
მანძილი:
 ერთი მიმართულებით 260კმ
 

ტურის ღირებულება: 119 ლარი  ერთ ადამიანზე

გასვლის ადგილი: ბათუმი

ტურის განმავლობაში ვეწვევით თურქეთს, კერძოდ ტრაბზონს და მის შემოგარენს. მოვინახულებთ კლდეში ნაკვეთ სუმელას მონასტერს, რომელიც ქ. ტრაბზონიდან 45 კმ. დაშორებით მდებარეობს და საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ვეწვევით აია სოფიას მუზეუმს რომელიც დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული. გავისეირნებთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ტური ფართო არჩევანს სთავაზობს შოპინგის მოყვარულებს, რადგან ტურის ბოლოს გელოდებათ შოპინგი სავაჭრო ცენტრ "ფორუმში"

 

 სუმელას მონასტერი

მონასტრის დამაარსებლად ითვლება მღვდელი ბარნაბე (375-395 წლები), ხოლო VI საუკუნეში, არაბების დამანგრეველი თავდასხმის შედეგად დანგრეული მონასტერი აღუდგენია წმინდა სოფრონს.  ბიზანტიის მმართველობის ეპოქაში მონასტერი სარგებლობდა რამდენიმე იმპერატორების კეთილგანწყობით, ხოლო ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში (1204-1461 წლები) იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელას მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადავიდა. მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია XVIII-XIX საუკუნეებში.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და თურქეთმა ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად მოახდინეს მოსახლეობის გაცვლა, სუმელადან ბერძნები გადასახლდნენ, რამაც გამოიწვია სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა. მონასტრის რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი დაკარგვას გადაარჩინეს პონტოელმა ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით, 1930 წელს გადააბრძანეს საბერძნეთში და დააბრძანეს მაკედონიის ქალაქ ვერიაში.

2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად

2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

 

 აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს მუზეუმი.

 ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459 წწ.). 1461 წელს მეჰმედ II-მ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ტაძრის შენობაპირველი მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას. 1964 წლამდე ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა.

2012 წლის ივლისში ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ტაძარი გადასცა ადგილობრივ მუსლიმთა გაერთიანებას მეჩეთის გასახსნელად. 2013 წლის აპრილში ტაძარში კვლავ მეჩეთი გაიხსნა


 

 ტურის ღირებულებაში შედის 

  კომფორტული ტრასნპორტირება

  კვება ულამაზეს ბუნებაში (პიკნიკი)

  გიდის მომსახურება

  ექსკურსიის ბილეთების მოსაკრებელი

  სამოგზაურო დაზღვევა


Facebook კომენტარები




დამატებით ინფორმაცია

ტურის ხანგძლივობა: 1 დღე

მიმართულება: თურქეთი

პერიოდი: ყველა პერიოდი

ტური: სათავგადასავლო

ადამიანთა რაოდენობა: მინიმუმ 6-7 ან მეტი