ისტორიული იმერეთი - გელათი, ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, სათაფლიის მღვიმე

ფასი: 105 ლ.
ქალაქი: ევროპა
მიმართულება: სხვა

 Dreams Travel გთავაზობთ მოგზაურობას ისტორიულ იმერეთში 
მარშრუტი  -  ბათუმი - ქ. ქუთაისი - ბაგრატი - გელათი - მოწამეთა -სათაფლია- ბათუმი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 - 11 სთ
მანძილი:
 ერთი მიმართულებით 160 კმ.
ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ულამაზეს, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, როგორიცაა
1:გელათის სამონასტრო კომპლექსი
2:ბაგრატის ტაძარი
3:მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი
4: სათაფლიის მღვიმე
 

ტურის ღირებულება: 105 ლარი ერთ ადამიანზე

გასვლისადგილი: ბათუმი

 

გელათის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში – XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერშიდავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

 

ბაგრატის ტაძარი  თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


მოწამეთა  სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად , მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობისგაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმამურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინესნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

 

სათაფლია-კარსტული მღვიმეების ჯგუფია, განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, უნიკალური კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, ველური ფუტკრის საბინადრო გარემო, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. მღვიმე რომელსაც ვიზიტორები ათვალიერებენ ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან, რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. მღვიმეში შესულებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ, დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებს ქმნიან. ერთ-ერთ დარბაზში ჭერზე არსებული ნაღვენთები გამჭვირვალე ფერისაა, ამიტომაც მას ”გამჭვირვალე დარბაზი” ეწოდა. შემდეგ დარბაზში სტალაქტიტების ზრდის პროცესი შეწყვეტილია. ამიტომ ამ დარბაზს ”ნაღვენთების გაქვავებული ბაღის” სახელით მოიხსენიებენ. ბოლოსკენ მდებარეობს გუმბათოვანი დარბაზი, რომლის ცენტრში გრანდიოზული ნაღვენთებია. მათგან ერთ-ერთი სტალაგმიტის აგებულებას გულის ფორმას ადარებენ, მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ხოლო გარშემოწერილობა 12 მეტრია. სტალაგმიტზე ჭერიდან მუდმივად ეწვეთება კალციტებით მდიდარი წყალი. დარბაზს ,,გულის დარბაზი" ეწოდება, რომლის მარჯვენა მხარეს პატარა ტბაა. სათაფლიას მღვიმეში ზამთრა-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა + 14C°. ბილიკის სიგრძე კი 309 მ-ია

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  *ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით

  *კვალიფიცირებული გიდის მომსახურება

  *პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში

  *მსუბუქი კვება

  *შესასვლელი ბილეთები


 
 

Facebook კომენტარები




დამატებით ინფორმაცია

ტურის ხანგძლივობა: 1 დღე დღე

მიმართულება: სხვა

პერიოდი: ყველა პერიოდი

ტური: სათავგადასავლო

ადამიანთა რაოდენობა: მინიმუმ 6-7